Billboard-მა 90იანების საუკეთესო სიმღერები დაასახელა

212

ჟურნალ Billboard-ის ავტორმა, ანა ჩანმა 1990-იანი წლების საუკეთესო საზაფხულო სიმღერები დაასახელა.

1990 წლის აბსოლუტური ლიდერი მერაია ქერი სიმღერით Vision of love გახდა.

1991 წელს ზაფხულის მთავარი ჰიტი ბრაიან ადამსის Everything I do (I do it for you) გახდა.

https://youtu.be/vFD2gu007dc

1992 წლის ტრეკი რეპერ Sir Mix-a-Lot-ს ეკუთვნის.

1993 წლის ზაფხული ბრიტანული ჯგუფის UB40-ს მიერ ელვის პრესლის ქავერით დაამახსოვრდა ხალხს.

Billboard-ის აზრით 1994 წელს რეკორდი ჯგუფმა All-4-One სინგლით
I swear დაამყარა.

1995 წლის კომპოზიცია კი TLC-ს Waterfalls გახდა.

ყველასთვის ცნობილი Macarena, რომელსაც დუეტი Los Del Rio ასრულებდა 1996 წლის ზაფხულის ფავორიტი გახდა.

197 წლის რეიტინგის პირველი რეპერმა Puff Daddy ცნობილი ტრეკით I’ll be missing you დაიკავა.

1998 ზაფხულის სიმღერა კი ბრენდისა და მონიკას დუეტმა The boy is mine დაიპყრო.

მილენიუმის დადგომამდე კი ათწლეულის ბოლო წელი კრისტინა აგილერამ თავისი სინგლით Genie in a bottle დაიპყრო.