მერი ჯეი ბლაიჯი ღვინოს გამოუშვებს

624

მერი ჯეი ბლაიჯი და კომპანია Fantinel Winery ღვინის ერთობლივ კოლექციას “Sun Goddess” გამოუშვებენ.

თეთრი და ვარდისფერი მშრალი ღვინოები აშშ-ში გაყიდვაში 2020 წლის აგვისტოში გამოვა და მათი ფასი 19,99$ იქნება.

“ახლო მეგობარმა გამაცნო მარკო ფანტინელი. ვენახებში სეირნობისა და დეგუსტაციის შემდეგ ვიგრძენი, რომ ამ ყველაფერთან უხილავი კავშირი მაქვს. სწორედ ამ დროს ვიგრძენი ჯადოსნური ენერგიაც და მივხვდი, რომ ეს პარტნიორობის უდიდესი შესაძლებლობაა”, – აცხადებს მომღერალი.