ნიკ კეივის კონცერტის პრემიერა 23 ივლისს შედგება

252

ნიკ კეივის კონცერტის ონლაინ-პრემიერა 2020 წლის 23 ივლისს შედგება. Idiot Prayer: Nick Cave Alone at Alexandra Palace ივნისში ლონდონში იქნა ჩაწერილი. აღსანიშნავია, რომ კეივმა კონცერტი ცარიელ დარბაზში ჩაატარა და სხვადასხვა წლების ჰიტები შეასრულა.

რეჟისურა და მონტაჟი საკუთარ თავზე რობი რაიანმა და ნიკ ემერსონმა აიღეს. კონცერტი სულ სამჯერ გავა ეთერში: ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობისთვის ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, ევროპუსთვის გრინვიჩით 20:00 საათზე, ხოლო აზიისა და ავსტრალიისთვის 20:00 საათზე ავსტრალიის დროით.