ბიოპოლიტიკა და მას მედიის პოლიტიკური ეკონომიკა

463

1988 წელს გამოდის ნოამ ჩომსკის და ედვარდ ჰერმანის ცნობილი ნამუშევარი კომუნიკაციების მეცნიერებაში, რომელსაც ‘მორჩილების (შინაარსის) დამზადება’ ჰქვია – Manufacturing Cons(t)ent. ამ წიგნის მეორე სათაურია ‘მას მედიის პოლიტიკური ეკონომიკა’. ეს არის დღევანდელი დღისთვის ყველაზე ღრმა და კომპრეჰენსიული ანალიზი ლიბერალური პროპაგანდისტული მანქანის. ჩომსკი და ჰერმანი ღრმა სტრუქტურული ანალიზის საფუძველზე ასკვნიან რომ თანამედროვე ‘ლიბერალურ-დემოკრატიულ სამყაროს’ პროპაგანდის ბევრად უფრო განსწავლული და ხშირ შემთხვევაში შეცდომაში შემყვანი მექანიზმები აქვს, ვიდრე თვით ტოტალიტარული სახელმწიფოების მედიას. თუ ტოტალიტარულ სახლმწიფოებში პროპაგანდსტულ დისკურსს მხოლოდ ერთი სწორხაზოვანი სპინი ახასიათებდა, რომლის მიმართაც მაყურებელს უკვე ჯანმრთელი სკეპტიციზმი უმუშავდებოდა, რადგან პრაქტიკულად ყველა მოქალაქე დარწმუნებული იყო, რომ მედია მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდა და მაყურებელიც ‘ხაზებს შორის’ კითხულობდა სიმართლეს – ეგრეთწოდებულ ‘ლიბერალურ მედიას’ პრეტენზია აქვს სიმართლეზე და ამიტომაც ის უშვებს ‘დისკურსულ სახესხვაობებს’ – ანუ სხვადასხვა მოსაზრების ავტორების კამათსაც ერთი ბიპოლიტიკური მოსაზრების სახურავის ქვეშ. მაშინ, როდესაც დაშვებულია, თუნდაც მეორეხარსიხოვან საკითხებზე კამათი და სხვადასხვა აზრის გამოთქმა – იქმნება ილუზია, რომ საზოგადეობას არ ეკრძალება სიმართლის გაგონება და სწორედ ამ დროს ხდება ადამიანების უმრავლესობის ‘ტვინის რეცხვა’ ყველაზე უფრო დახვეწილად.
ადამანური საზოგადოების ბიოპოლიტიკური მართვის მეთოდები ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის შუაგულში იქნა დახვეწილი ფიზიოკრატების მიერ, სადაც მართვის საშუალებებად ბიოლოგიური ფაქტორები იქნა მიჩნეული. როგორც აბელი წერს, ‘უკმარისობის ქიმერა’ და ‘ეპიდემიის შიში’ – ეს ორი მექანიზმი სხვა ბიოლოგიურ ინსტიქტებთან ერთად საზოგადოების ეფექტური მართვის საფუძველია. ბიოლოგიურმა ფაქტორებმა ადამიანური საზოგადოებს მართვის ევროპულ წრეებში ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციამდე და ჩარლზ დარვინის ნაშრომების გამოჩენამდე დაიწყო მოქმედება. ფიზიოკრატებმა უკვე მე-18 საუკუნეში წამოაყენეს თავისი ძლიერი, მატერიალისტური არგუმენტები იმის შესახებ რომ ადამიანის მართვა შეიძლება პირდაპირი ძალმომრეობის გარეშე – მისი ბიოლოგიური ინსტიქტების მანიპულირების საშუალებით. სწორედ ამ დროს იქმნება ეგრეთწოდებული ‘ბიო ძალაუფლება’, რომელიც იწყებს საზოგადოების და შემდგომში უკვე მთელი ქვეყნების ადმინისტრირებას. ისევ აბელი რომ მოვიშველიოთ ‘უკმარისობის და შიმშილის ქიმერას’ შეუძლია ადამიანები ძალიან იაფადაც ამუშაოს ყოველგვარი პირდაპირი ძალმომრეობს გარეშე. მითუმეტეს როცა სამაგალითოდ ადამიანების გარკვეული რაოდენობა შიმშილთ კვდება ან ეპდემიებს ეწირება. როგორც წესი, ეს ადამიანები გაჭირვებული სოციალური წრიდან არიან და სწორედ ამ ადამიანებზე ზეწოლა ხდება იმისათვის რომ მონური სამუშაო შეასრულონ, თუკი არ უნდათ რომ შიმშილით მოკვდნენ. უკმარისობა რომ ნამდვილი არ არის და ის ქიმერაა, ამას თვით ფიზიოკრატი ბიოპოლიტიკის მამები აღიარებენ. ისინი ამ ქიმერას სასარგებლო მოვლენად მიიჩნევენ.
ბიო ძალაუფლება მუდმივად ცდილობს რომ ადამიანები საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს – ბიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. აგრეთვე ბიო ძალაუფლება რასისტული მოძღვრებაა – საბოლოო ჯამში ეს მოძღვრება დარვინისტული პრინციპების მიხედვით ‘უფრო ჯანმრთელის და ძლიერის’ გადარჩენას ემსახურება. თუკი მე-18 საუკუნის შუაგულში ფიზიოკრატების იმ ნაწილმა, რომელმაც ბიოპოლიტიკის და ბიო-ძალაუფლების საწყისი თეორიები შექმნა, იმდენად არ იფიქრა იდენტობის საკითხებზე – ეს უფრო მნშვნელოვანი გახდა მე-20 საუკუნეში, როდესაც ‘იდენტობის პოლიტიკამ’ წამყვანი ადგილი დაიკავა მსოფლიოს პოლიტიკურ აზროვნებაში. 1938 წელს მორლი რობერტსმა თავის წიგნს ზუსტადაც რომ ‘ბიო-პოლიტიკა’ დაარქვა. სწორედ ამ დროის პარალელურად მოეწყო ის ცნობილი ‘ლიპმანის სიმპოზიუმი’ საფრანგეთში სადაც ვენისა და ფრაიბურგის ფილოსოფიურ-ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები აყალიბებდნენ უკვე ნეო-ლიბერალიზმის საწყისებს და მიშელ ფუკოს ლექციების ციკლი ‘ბიოპოლიტიკის დაბადება’ სწორედაცრ ომ ამ სიმპოზიუმს იღებს ამოსავალ წერტილად მე-20 საუკუნის პოლიტიკაში. ნეო-ლიბერალზმი გახდა თანამედროვე ფიზიოკრატების მთავარი იარაღი სოციალური სამართლიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ქვე უნდა ითქვას, რომ ფიზიოკრატების განზრახვას არ შეადგენდა მაინცდამაინც ადამიანების დიდი რაოდენობით მოკვლა. უბრალოდ, ნეოლიბერალური დოქტრინით აუცილებელია ‘უკმარისობა-დეფიციტის ქიმერა’ – ანუ უკმარისობით ადამიანების დაშინება. ამ სტატისტიკით, სახადასხვა დროს შიმშილით კვდებოდა წელიწადში 20-25 მილიონამდე ადამიანი უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც თავისთავად დიდი რიცხვია და პრაქტიკულად უტოლდება ან აჭარბებს კიდეც სტალინური ან ნაცისტური ტერორის მსხვერპლთა რიცხვს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი წლის მაჩვენებელია. უნდა ითქვას რომ ნეოლიბერალიზმი ერთ წელიწადში იმაზე მეტ ადამიანს ჟლიტავს შიმშილით, ვიდრე სტალინმა ან ჰიტლერმა მთელი თავისი ‘მოღვაწეობის’ განმავლობაში გაჟლიტეს. თუმცა, სტალინისა და ჰიტლერისაგან განსხვავებით ბიოპოლიტიკის და თანამედროვე ლიბერალების მიზანი უფრო ცოცხლად დარჩენილი ღატაკი მოსახლეობის დაშინებაა, ვიდრე ‘საბოლოო გადაწყვეტილება’. ეს, ცხადია, არ ამართლებს იმ საშინელ შედეგს, რომელსაც ‘უკმარისობის ქიმერა’ იწვევს მთელს კაცობრიობაში დღეს.
თუმცა, უნდა ითქვას რომ ბიოპოლიტიკის მშობელი ნეოლიბერალი ფიზიოკრატებისათვის რასიზმი მთლად უცხო არ ყოფილა. პირიქით, 1950-იან წლებში რობერტ კუტნერმა მის კოლეგებთან ეუსტას მალინსთან და გლეიდი ვიტნისთან ერთად შემუშავა ტერმინი ‘მეცნიერული რასიზმი’ და შექმნა ‘ბიოპოლიტიკის ინსტიტუტი’. მათი ‘ორგანული მატერიალიზმის ბიოპოლიტიკის’ დოქტრინა მორლი რობერტსის შრომებს მიეძღვნა და წარმოადგენდა დარვინისტული რასიზმის წმინდა მატერიალისტურ ნიმუშს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რომ ბიოპოლიტიკაც და ნეოლიბერალიზმიც – ბოლშევიზმს და ნაციზმის არ იყოს – ეგრეთწოდებული ‘ილუმინატური იდეოლოგიის’ ერთ-ერთი ნაწილი იყო – რა თქმა უნდა არა ერთადერთი – მაგრამ მნიშვნელოვანი ფსევდო-მეცნიერული თეორიები, რომლებიც ევგენიკის და სოციალური დარვინიზმის მსგავსად კვებავდნენ მატერიალისტ რასისტებს და ნაცისტებს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშიაც კი. ამ ფსევდო-მეცნიერულ თეორიებს ჯერ კიდევ არ აქვთ ყავლი გასული და მას იტაცებს მატერიალისტი რასისტების და ნეოლიბერალების დიდი ნაწილი ახლაც, 21-ე საუკუნის დასაწყისში.
ფიზიოკრატების ბიოპოლიტიკური დოქტრინის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ეგრეთწოდებული ‘ნორმალიზაცია’, როდესაც ხდება გარკვეული ‘მეინსტრიმული დისკურსის’ ჩამოყალიბება, რომელსაც ასაზრდოებს ბიურგერული ტიპის ოცნებები – ‘წარმატების კულტი კონკურენციის პირობებში’ – ეს არის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი ბიოპოლიტიკური დოქტრინის. ჭაბუა ამირეჯიბის ‘დათა თუთაშხიას’ გმირი ვირთხები, რომლებიც ერთმანეთის ჭამას იწყებენ, იმისათვის რომ სპენსერის ‘სოციალური დარვინიზმის’ მითი გაამართლონ აუცილებელი ნაწილია ამ ვირთხების ბრძოლაში ‘წარმატებისათვის’. აქ მნიშვნელოვანია რომ წარმოდგენა ‘ადამიანის ბუნებაზე’ იყოს უაღრესად ნეგატიური – ადამიანი ბუნებით არის ბოროტი და ძალაუფლების მოყვარე – ის, რასაც არა მხოლოდ მაკიაველი და სპენსერი ამტკიცებენ, არამედ ამას გვერდს უმაგრებს ჩარლზ დარვინის უზადო ბიოლოგიური ნაწარმოები – ბიოპოლიტიკა დარვინის კანონიერი შვილია. სპენსერი, ჰობსი, მაკიაველი, მორგენთაუ, და ბევრი სხვა კი დარვინის ასევე კანონიერი თუ უკანონო მიმდევრები. ილუმინატების ეპოქა იყო მეფე-სუვერენის ეპოქის შეცვლის ეპოქა – მთავრობის ადმინისტრირების – და ხალხის სახელით კორპორატიული ჯგუფების ‘მმართველობის სისტემების’ ეპოქა.
ჩომსკის და ჰერმანის კვლევის მიხედვით, სწორედ ამ სისტემის გასამაგრებლად შემოდის მსოფლიო ასპარეზზე ვალტერ ლიპმანი და საზოგადოებრივი ურთიერთობების (Public Relations) ინსტიტუტი, 1920-იან ანდ 1930-იან წლებში. ცნობილი ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკური კომენტატორი ვალტერ ლიპმანი თანამედროვე ამერიკული მედიის და PR-ის ინდუსყრიის მამად ითვლება. მისი წიგნი ‘საზოგადოებრვი აზრი’, რომელიც მან 1922 წელს გამოაქვეყნა იქცა ნეოლიბერალურ მედიის სახელმწძღვანელო წიგნად. ამ წიგნში მთავარი ბიოპოლიტიკური პრინციპი, რომელზეც ლიპმანი საუბრობს არის ის, რომ ნამდვილი დემოკრატია ისეთივე ქიმერაა, როგორც უკმარისობა – თანამედროვე ლიბერალურ საზოგადოებაში მოსახლეობის პატარა ელიტა აუცილებლად მართავს დანარჩენ მოსახლეობას. სიტყვა ‘მოსახლეობამ’ ბიოპოლიტიკოსების ლექსიკონში შეცვალა სიტყვა ‘პიროვნება’ და სიტყვა ‘მოქალაქეები’. ეს იმიტომ რომ ბიოპოლიტიკისთვის ‘მოსახლეობა’ მხოლოდ ეკონომიკური მექანიზმია და არა ‘ღვთის სახების მიერ შექმნილი ქმნილება’, როგორც ბერგსონისტებისათვის და არა მარტო მათთვის. ხანდახან ‘მოსახლეობა’ უნდა გაზარდო და ამისათვის წაახალისო ქალის და კაცის ურთიერთობა (ამ პერიოდებში ბიოპოლიტიკა მასტურბირებასაც კი კრძალავს) და ხანადახან დააწესო ‘მოსახლეობის კონტროლი’ და შემცირება, როდესაც ყველანაირი სტიმული იქმნება ალტერნატიული სექსუალობისთვის. ამ პერიოდებში ბიოპოლიტიკა ხელს უშლის ადამიანების გამრავლებას – და თუ მოსახლეობის კიდევ შემცირებაა საჭირო, ის არც ეპიდემიებს ერიდება – ბიოლოგიურ ეპიდემიებს – და არც ომს. ეს არის ‘მოსახლეობის კონტროლის’ ბიოპოლიტიკური მექანიზმი – მისი შეფასება არ ხდება ეთიკური კატეგორიული იმპერატივით – მისი შეფასება ხდება მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით – მე-18 საუკუნეში, აბელის და მისი მეგობრების პერიოდშ ეს იყო ხორბლის ფასები, დღეს ეს არის ნავთობის და ალტერნატიულ ენერგიების ფასები. ბიოპოლიტიკას აინტერესებს ეკონომიკა – არა ეკონომიკა მსოფლიოს ყველა მოქალაქისთვის – არამედ მისი დაახლოებით 10 პროცენტსათვის. როგორც დღევანდელობის სოციალური მეცნიერების ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი ნოამ ჩომსკი ამბობს, მსოფლიო მოსახლეობის 80-90 პროცენტი პრაქტიკულად სრლებით მარგინალიზებულია. და ვალტერ ლიპმანის მიერ გამოგონილი ‘საზოგადოებრივი ურთიერთობათა მანქანა’ ამ პროცესის გამართლებას ეწევა. მთელი ამ მას მედიის მიზანია გაამართლოს მსოფლიო ოლიგარქიის და კორპორატიულ-ბიუროკრატიული კლასის უპირობო ბატონობა ყველა სხვაზე. ნეოლიბერალური ბიოპოლიტიკის დოქტრინის მთავარი მიზანია რომ არ დაუშვას ‘ჯანყი’. არ დაუშვას ჯანყი სისტემის წინააღმდეგ – ბიოპოლიტიკა არის გაბატონებული ფიზიოკრატიული ელიტის ხელშემწყობი რასისტული სისტემა. სწორედ ამიტომ დაარქვეს ამ სისტემას ნეო-ლიბერალიზმი, რადგან ეს სისტემა დარვინისტული სისტემაა. ამ სისტემაში მეინსტრიმული პრესის მიერ ‘დამონტაჟებული ინფორმაცია’ საბოლოო ჯამში ემსახურება მმართველი ელიტის კორპორატიული ინტერესებს და სისტემის ინტერესებს. ჩომსკი და ჰერმანი ძალიან კარგად ასახელებენ იმ კომპანიებს, რომლებიც 1980-იან წლებში ფლობდნენ წილების უმრავლესობას წამყვანი ამერიკული მედია-საშუალებების საკუთრებაში. აქ სწორედაც რომ კარტეზიანული და ემპირიული დაკვრვების მეთოდია გამოყენებული – არ არის არანაირი მითითება რომელიმე ‘შეთქმულების თეორიაზე’ – არამედ მოყვანილია ფაქტები – იმ კორპორაცების სახელები, რომლებიც ფლობენ წამყვან მედია საშუალებებს. თუმცა, გარდა ოფიციალური კორპორაცებისა, რომლებიც ლეგალურ ბიზნესს ეწევიან ჩვენ ვიცით რომ არსებობს არალეგალური ბიზნესები – კონკრეტულად იარაღის და ნარკოტიკის გადამყიდველები და აგრეთვე ტრეფიკინგის წამყვანი ფასილიტატორები. ეს ბიზნესებიც ცდილობენ რომ ყველანაირად ‘ჩააჩუმონ’ ჟურნალისტური გამოძიებები ამ ბიზნესების შესახებ და სწორედ ამიტომაც ხშირად ნაღდი (ქეშის) ანგარიშსწორებით ცდილობენ რომ მოახდინონ გავლენა ყველა მეინსტრიმულ მედია საშუალებაზე. ბიოპოლიტიკურ ნეოლიბერალიზმის სისტემაში არ არსებობს მედია-საშუალება, რომელიც ნამდვილად ხალხს ეკუთვნის. ლიპმანის განსაზღვრებით ‘ნამდვილ ხალხს არ აქვს სიბრძნე”, რომელიც სახელმწიფოს მართვას სჭირდება, და აქედან გამომდინარე კორპორატულ-ბიუროკრატიული ელიტის გარეთ არავინ ერევა მედია-სპინების ფორმულირებაშ – და აქედან გამომდინარე მეინსტრიმ მედია ჩვენ სიმართლეს არ გვეუბნება.
ეს არის ‘მთავრობითობის მმართველობის’ მთავარი ბიოპოლიტიკური და მატერიალისტური პრინციპი. პიერ პაოლო პაზოლინის უკანასკნელ გენიალურ ქმნილებაში ‘სალოში’ ძალიან კარგად არის ნაჩვენები ბიოპოლიტიკის გამომგონებელი მატერიალისტი ელიტის ცხოვრების მთავარი კრედო – იცხოვრო ნამდვილი ხალხისგან იზოლაციაში, რაც თავისთავად წარმოადგენს უდიდეს გარყვნილებას, და აუცილებლად საშინელი წამებით სიკვდილით დასაჯონ ყველა, ვისაც თუმდაც შემთხვევით წამოცდება გულიდან სიტყვა: “ღმერთო ჩემო’. დიახ, დღეს ასეთი სისტემის პირობებში ვცხოვრობთ და ეს სისტემაა, რომელიც მართავს კაცობრიობას.