რინგო სტარი გრანდიოზულ დაბადების დღეს გადაიხდის

400

რინგო სტარი აპირებს 80 წლის იუბილე მასშტაბურად აღნიშნოს. 2020 წლის 7 ივნისს Ringo’s Big Birthday Show ონლაინ ფორმატში გაიმართება და მასში პოლ მაკ-კარტნი, ჯო უოლში, გერი კლარკ უმცროსი, შერილ ქროუ მიიღებენ მონაწილეობას.

“როგორც ყველამ იცით, მე მიყვარს ფანატებთან ერთად საკუთარიდ აბადების დღის აღნიშვნა. მაგრამ წელს მინდა ყველა უსაფრთხოდ იყოს, ამიტომ რამდენიმე მეგობართან ერთად შოუს ორგანიზება გადავწყვიტე. იმედია შემომიერთდებით”, – აცხადებს მუსიკოსი.