ჩინური ლარნაკი აუქციონზე ვაჭრობისას 320-ჯერ გაძვირდა

25

ონლაინ-აუქციონზე ჩინური ლარნაკი 1,6 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც 320-ჯერ მეტია, ვიდრე მისი პირველადი ფასი. როგორც აუქციონის აღმოსავლური ხელოვნების ექსპერტი ჯუდით დოულინგი აცხადებს, ლარნაკი მშვენივრადაა შენახული, მიუხედავად იმისა, რომ ახალ ინგლისში ძალიან ბევრი წელი დაჰყო. მისივე განმარტებით, ნამუშევარზე ფიქსირდება საიმპერატორო ბეჭედი: ექვსი იეროგლიფი, რომლებიც იმპერატორ იუნჩჟენის მმართველობის პერიოდზე (1723-1735წწ) მიუთითებენ.

“ეს დიდი იშვიათობაა ანტიკვარიატის სამყაროში. დანამდვილებით ჩვენც წინაშე რაღაც განსაკუთრებულია”, – აცხადებს დოულინგი.

Rare 18th-century Chinese vase sold for surprising $1.6 million