ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმმა მონტენეგროში მთავარი ჯილდო მიიღო

28

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი” საერთაშორისო კინოფესტივალზე Underhill Fest, საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ეს არის ფესტივალი, რომელიც მონტენეგროში ყოველწლიურად იმართება და ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად ითვლება. 

ფილმში მოქმედება ხარაგაულის რაიონში „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო ვითარდება. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ჩქაროსნულმა  მატარებელმა  ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

“გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.