ბენქსის ნამუშევრის მოპარვაში ექვს ადამიანს ადანაშაულებენ

34

საფრანგეთის საგამოძიებო ორგანომ, სტრიტ-არტ მხატვრის ბენქსის ნამუშევრის მოპარვის გამო ბრალდება ექვს ადამიანს წაუყენა. ბენქსის ნამუშევარი პარიზის საკონცერტო დარბაზის “ბატაკლანის” შენობიდან 2019 წლის იანვარში მოიპარეს, თუმცა გრაფიტი იტალიაში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორს ქურდობაში, ხოლო ოთხს – მოპარული ნივთის დამალვაში ედებათ ბრალი. ყველა ბრალდებული დაპატიმრებულია.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა კარაბინერებმა ცნობილი სტრიტ-არტისტის ბენქსის, პარიზის საკონცერტო დარბაზ “ბატალკანიდან” მოპარული ნამუშევარი იპოვეს.

ნახატი 2015 წლის 13 ნოემბრის ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად შეიქმნა და “ბატალკანის” კარზე 2018 წლის ზაფხულში გაჩნდა. ამავე დღეს ბენქსის Instagram-ში ნახატის ფორო განთავსდა.

პროკურორ მიკელე რანცოს განცხადებით, ნამუშევრის პოვნა იტალიელი და ფრანგლი სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის ნაყოფია.