ახალი ფოტოები კენდალ და კაილი ჯენერების ფოტოსესიიდან

34

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავები კენდალ და კაილი ჯენერები საზოგადოების წინაშე ახალი კოლაბორაციით წარსდგნენ. 22 წლის მილიარდერი კაილი საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის ახალ კოლექციას ასაჯაროვებს, რომელზეც დასთან 24 წლის მოდელ კენდალ ჯენერთან ერთად იმუშავა. ვარსკვლავურმა ოჯახმა Multi-toned eyeshadow პალეტში ძირითად ფერებად ყავისფერი, ვარდისფერი და სალათისფერი ფერები გამოიყენეს. მომხმარებლისთვის ჯენერების ახალი კოლექციის კოსმეტიკის შეძენა ოფიციალურად 26 ივნისიდან გახდა შესაძლებელი.