ჯენიფერ ენისტონმა აღიარა, რომ სერიალ “მეგობრებში” საკუთარ როლს ვერ იტანდა

37

ჯენიფერ ენისტონი ახალ ინტერვიუში გამოტყდა, რომ სერიალ „მეგობრებში“ მისი გმირის პოპულარობის გამო ეშინოდა ერთი როლის მსახიობად არ დარჩენილიყო.

„არ შემეძლო რეიჩელ გრინისგან თავის დაღწევა, ვერ გავრბოდი მისგან. „მეგობრებს“ დღე და ღამე აჩვენებდნენ. ტელევიზორსაც კი ვუყვიროდი შეეწყვიტათ მისი გაშვება. ვებრძოდი იმას, რადაც კინოინდუსტრიაში ვიქეცი. ეს მუდმივი მცდელობა იყო დამემტკიცებინა, რომ უფრო მეტი ვარ, ვიდრე რეიჩელი“, – აცხადებს მსახიობი.

მან ასევე დასძინა, რომ ამ იმიჯისგან 2002 წელს გადაღებულმა ფილმმა „კარგმა გოგომ“ იხსნა: „კარგი გოგო“ იყო პირველი ფილმი, რომელშიც რეიჩელის იმიჯისგან გავთავისუფლდი და სხვად გარდაქმნის საშუალება მომეცა, იმად, ვინც ასე ახლოს არ იყო ჩემთან. მანამდე ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ის გოგონა ვიყავი ნიუ-იორკის იასამნისფერი კედლების მქონე ბინიდან“.