ეგვიპტეში მუზეუმები და არქეოლოგიური ობიექტები იხსნება

30

ეგვიპტის ხელისუფლება ქალაქებსა და არქეოლოგიურ ობიექტებს ტურისტებისთვის ეტაპობრივად გახსნის.

“ეგვიპტეში ჯანდაცვის სფეროში გაუმჯობესების ფონზე, ობიექტები ეტაპობრივად გაიხსნება. წინა კვირას ჩვენ შარმ-ელ-შეიხისა და ჰუგარდის მუზეუმები გავხსენით, ამ კვირაში კი მარსა-მატრუჰისა და ალექსანდრიის ობიექტები გაიხსნება. 1 ივლისს ლუქსოესა და ასუანეში არსებული ობიექტები გაიხსნება. ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება სხვებიც. ახლა თანამშრომლებიც უნდა მიეჩვიონ მნახველების ახალი წესებით მიღებას”, – აცხადებს ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრი ჰალედ ალ-ანანი.