ელტონ ჯონს სასამართლოში ყოფილმა მეუღლემ უჩივლა

348

ელტონ ჯონის ყოფილი მეუღლე რენატა ბლაუელი მუსიკოსს ლონდონის უზენაეს სასამართლოში უჩივის. როგორც ბლაუელის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმედოვნებს, რომ საკითხი გადაწყდება, თუმცა საჩივრის საფუძველი არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ჯონმა და ბლაუელმა 1984 იქორწინეს, თუმცა ოთხი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, რის შემდეგაც მუსიკოსმა თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ განცხადება გააკეთა.