1 ივნისს საბავშვო კონცერტები გაიმართება

179

1 ივნისი  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ტრადიციულად, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გიწვევთ ყველაზე ფერად საბავშვო კონცერტზე, ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველი რესპუბლიკის ბაღში.

12:00 საათზე ყველაზე პატარა მაყურებლისთვის, ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების თოჯინების თეატრის დასი გამართავს სპექტაკლის ,,მგელი და სამი თიკანი” პრემიერას.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი 13:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების ანსამბლები:

 ბავშვთა ანსამბლი ,,შვიდკაცა”;

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სკოლა;

ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“;

მევიოლინეთა ანსამბლი ,,სი_მი”;

მაია ჯაბუას და ეკა კახიანის ვოკალური სტუდიისაღსაზრდელები;

ფოლკლორული ანსამბლი ,,ალიონი”;

ხალხური საკრავების ანსამბლი ,,საუნჯე”;

ფოლკლორული ანსამბლი ,,რტონი”;

ფოლკლორული ანსამბლი ,,კესანე”;

ქართულ ხალხურ ცეკვებს შეასრულებს ქორეოგრაფიული ანსამბლები:

ანსამბლი ,,თამარიონი”;

ანსამბლი ,, ლაშქარი”;

ანსამბლი ,,ფერხული”;

ანსამბლი ,,იმედი”;

ანსამბლი ,,კავკასიონი”;

ანსამბლი ,,ბასიანი”;

ანსამბლი “სიხარული”;

ანსამბლი ,,მარულა”;

ანსამბლი ,,შევარდენი”;

ღონისძიების ფარგლებში გამოიფინება ეროვნული სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აუდიო-ვიზუალური მიმართულების გ. თიკანაძის ფოტოხელოვნების  მოსწავლეების  გამოფენა.