დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტა ჯგუფ Queen-ის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჯგუფის წევრების გამოსახულების მქონე საფოსტო მარკებს გამოუშვებს.
როგორც ჯგუფის გიტარისტი ბრაიან მეი სოციალურ ქსელში წევს, ლიმიტირებულ ნაკრებში 13 მარკა შევა და ისინი გაყიდვაში 2020 წლის 9 ივლისს გამოვა.
“ხანდახან უცნაურია, როცა იღვიძებ და ხვდები თუ რა ადგილი დაიკავე მსოფლიოში – ჩვენ ეროვნული მემკვიდრეობა გავხდით!”, – წერს მეი.