კურტ კობეინის გიტარა $6,01 მილიონად გაიყიდა

188

ბევერლი ჰილსში, Julienʼs-ის აუქციონზე როკ-ჯგუფის „ნირვანას“ ლიდერის, კურტ კობეინის აკუსტიკური გიტარა რეკორდულ ფასად $6,01 მილიონად გაიყიდა.

გიტარის ახალი მფლობელი ავსტრალიური სავაჭრო კომპანიის დამაარსებელი, პიტერ ფრიდმანია, რომელმაც წარმატებას მიკროფონების გაყიდვით მიაღწია.

ცნობისთვის, მანამდე ყველაზე ძვირადღირებულ გიტარად „ფინქ ფლოიდის“ წევრის, დეივიდ გილმორის გიტარა ითვლებოდა, რომლის ფასიც $3,95 მილიონი იყო.