ენი ლენოქსი აუქციონს გამართავს და პანდემიით დაზარალებულ ქალებს დაეხმარება

173

ენი ლენოქსმა ფემინისტური არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით მუსიკალური აუქციონი დააანონსა. აუქციონზე გაიყიდება ტეილორ სვიფტის აკუსტიკური გიტარა ავტოგრაფით, მედისონ ბირის ტანსაცმელი, ემი ლენოქსის გარდერობიდან კი Alberta Ferreti-ს კაბა.

მატერიალური ნივთების გარდა, არის სხვა ლოტებიც. მაგალითად, ვიდეომიმართვა სტინგისგან, ემილი სანდესგან, პალომა ფეიტისგან, ჯესი უეტისგან, ანუშკა შანკარისგან და სხვებისგან. ჩანაწერები სპეციალურად გაკეთდება მათთვის, ვინც ლოტში ყველაზე დიდ თანხას გადაიხდის.

აუქციონიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემათ კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებულ ქალებს.

“ათასობით სიღარიბეში მცხოვრები ქალისთვის კრიზისი ძალიან მწვავე პრობლემაა. ბევრს არანაირი შემოსავალი აღარ აქვს, ისინი ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან და არ იციან ვის მიმართონ დასახმარებლად. მიხარია, რომ შესანიშნავი მუსიკოსები შემომიერთდნენ”, – ამბობს ლენოქსი.