Radiohead პაზლს გამოუშვებს

404

ჯგუფი Radiohead საკუთარ პაზლს სახელად “Radiohead Fragmentary Time Waster ” გამოუშვებს. პაზლი, რომელიც 2020 წლის 24 აგვისტოდან გაყიდვაში იქნება ათასი დეტალისგან შედგება.

“მოგწყინდათ? საქმე არ გაქვთ? ყველაფერი მოგბეზრდათ? ტელევიზორში არაფერია? კმარა! რას გააკეთებ? შენ პაზლი გჭირდება. პაზლი Radiohead-ისგან. ბევრი დეტალი აქვს? ათასი. ეს რთულია და ბევრ დროს წამართმევს? ალბათ, ჰო. მშვენიერი აზრია. ძვირი ღირს? შენს ბიუჯეტს გააჩნია. როცა ავაწყობ კვლავ მომწყინდება? დიახ, ასე იქნება”, – წერია თავსატეხის აღწერილობაში.

პაზლი 35 დოლარი ეღირება.