„ყურსასმენები“ – რეზო და ბავშვებმა ახალი კლიპი გაავრცელეს

801

ჯგუფმა „რეზო და ბავშვებმა“ სიმღერაზე „ყურსასმენები“ კლიპი გადაიღეს, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

„პოზიტივი, სითბო და სიყვარულია ამ კლიპის მთავარი მიზანი. როცა თბილისში ვართ, მასზე ვბრაზობთ, ხოლო როცა გავდივართ გვენატრება.  ამიტომ, გვიყვარდეს ჩვენი ქალაქი და გვიყვარდეს ერთმანეთი“, – აღნიშნა ჯგუფის ვოკალისტმა, რეზო ბლიაძემ allart.ge-სთან ინტერვიუში.

ტექსტისა და  მუსიკის ავტორი, თავად რეზო ბლიაძეა. არანჟირება ლევან ხოტივარს ეკუთვნის. ხოლო, არანჟის რესტავრაცია, ბალანსი, მასტერი და საუნდდიზაინი – პაატა სილაგაძეს. კლიპის რეჟისორი, ოპერატორი და მემონტაჟე სერგია, რომელსაც საზოგადოება „სპულბერგის” სახელით იცნობს.

4 წუთიან კლიპში პოზიტივს, სითბოსა და სიყვარულს მსახიობები, მიშკა ტალახაძე  და ანანო ახმეტელი ასხივებენ.

აქვე გეტყვით რომ, ჯგუფი მალე მორიგ კლიპს შემოგვთავაზებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, „რეზო და ბავშვები“ სულ მალე ალბომს გამოუშვებენ. მომდევნო ნამუშევრების ხილვამდე კი შეგიძლიათ ახალი კლიპით ისიამოვნოთ.