ჯგუფ The Doors-ის ალბომის 50 წლის იუბილეზე კომიქსი გამოვა

205

ჯგუფ The Doors-ის 1970წლის ალბომის, Morrison Hotel-ის 50 წლის იუბილეზე კომიქსი გამოვა. ის ალბომის ჩაწერის პერიოდს ეძღვნება და მასში საუბარი იქნება ვიეტნამის ომზე, აშშ-ში აფროამერიკელთა უფლებებისთვის ბრძოლაზე, ადამიანის გამგზავრებაზე მთვარეზე, ჩარლზ მენსონის მიერ ჩადენის მკვლელობებზე, ჯგუფის გამოსვლებზე და ა.შ.

ტექსტს ლია მური დაწერს, ასევე კომიქსის შექმნაში მონაწილეობენ რობი კრიგეი და ჯონ დენსმორი.

“ალბომის ტრეკებს ისტორიები დავუკავშირე, ასევე ვეცადე შემევსო იმით, რაც მკითხველს იმ დროის განსაკუთრებულ მომენტებზე უამბობს. ყველა სიმღერა ცალკეული წიგნის დაწერის ღირსია, მაგრამ მინდა, რომ ჩემმა ტექსტებმა მკითხველი პირველ რიგში იმ ეპოქაში გადაიყვანოს”, – ამბობს მური.

კომიქსი 2020 წლის 13 ოქტომბერს გამოვა.