ბარბარა სტრეიზანდმა ჯორჯ ფლოიდის შვილს Disney-ს აქციები აჩუქა

112

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ბარბარა სტრეიზანდმა, აშშ-ში პოლიციელის ძალადობის შედეგად დაღუპული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს Disney-ს აქციები აჩუქა.

ჯიანა ფლოიდმა ამის შესახემ Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა.

“მადლობა ბარბარა სტრეიზანდს მხარდაჭერისთვის, ახლა Disney-ს აქციების მფლობელი ვარ”, – წერს გოგონა.