BLACKPINK ბილბორდის ჩარტებში დაწინაურდა

178

სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BLACKPINK-მა ბილბორდის ჩარტებში პოზიცია გააუმჯობესა. 100 კომპოზიციას შორის გოგონათა ჯგუფმა 33-ე ადგილი დაიკავა.

გოგონებმა, ლედი გაგასთან ერთად კომპოზიცია „Sour Candy“ ჩაწერეს და სწორედ ამ სიმღერის წყალობით შეძლეს რამდენიმე ადგილით დაწინაურება.

ცნობისთვის, მანამდე ჯგუფი BLACKPINK ბილბორდის ასეულში 41-ე და 45-ე ადგილებს იკავებდა.