MTV Movie და TV Awards 2020-ის დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

183

მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, MTV Movie და TV Awards 2020-ის დაჯილდოების ცერემონია გადაიდო. სავარაუდოდ ის დეკემბრის თვეში ჩატარდება.

ორგანიზატორების განცხადებით, მათ ღონისძიების ონლაინ ფორმატში ჩატარება არ სურთ. ისინი ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას ელოდებიან. წლევანდელი ნომინანტების სია ჯერჯერობით უცნობია.