ბიონსე: თქვენ მსოფლიოს სჭირდებით

243

ამერიკელმა მომღერალმა, ბიონსემ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სწავლის დასრულება მიულოცა და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა.

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას. სამწუხაროა, რომ ეს გლობალური კრიზისის, პანდემიისა და რასისტულ ნიადაგზე პოლიციელის მიერ, კიდევ ერთი მოკლული შავკანიანის ფონზე მოგიწიათ. ცვლილებებია საჭირო და მე მჯერა, რომ ეს მომავალი თაობის გარეშე წარმოუდგენელია. თქვენ მსოფლიოს სჭირდებით”, – თქვა ბიონსემ.

ცნობისთვის, მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, აშშ-ში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინ გამოსაშვები საღამო „Dear Class of 2020“  ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სიტყვით ბიონსეს გარდა არაერთმა ცნობილმა სახემ მიმართა.