ვუპი გოლდბერგი ეკოლოგიის დაცვისკენ მოგვიწოდებს

191

მსახიობი ვუპი გოლდბერგი ახალ ანიმაციაში „The Gigantic Change“ გამოჩნდება, სადაც ის ეკოლოგიაზე საუბრობს. მოკლემეტრაჟიან ანიმაციაში მოვლენები 2050 წელში ვითარდება.

მსახიობის გმირი, შვილიშვილს პლანეტის ისტორიას უყვება, რომელიც ადამიანების გამო გადაშენების პირასაა. შემდეგ კი შვილიშვილი ისტორიას აგრძელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ადამიანებმა თავიანთი შეცდომები გამოასწორეს.