ახალგაზრდა ამერიკელმა მეგობრებმა „ჰარი პოტერის“ საუნდტრეკი სარეცხი მანქანისა და საშრობის კარის დახმარებით შეასრულეს.
„ჰარი პოტერის“ ტაყვანისმცემლებს, სარეცხ მანქანაზე ღილაკების დაჭერითა და საშრობის კარის დაკეტვა-გაღების საშუალებით, მელოდია 5 საათში შექმნეს. ვიდეო TikTok-ზე ატვირთეს და „ჰარი პოტერის“ ავტორი, ჯოან როულინგი მონიშნეს. როულინგმა კომენტარების ველში დაწერა: „ამდენი დრო ტყუილად არ დაგიკარგავთ“.