ქანიე ვესტი მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების სიის სათავეშია

315

Forbes-მა 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილს  მომღერალი ქანიე ვესტი იკავებს ($170 მილიონი).

აღსანიშნავია, რომ არტისტს ცნობილი სპორტული ფეხსაცმლის ხაზი „Yeezy“ აქვს, რომელმაც Adidas-თან თანამშრომლობის შედეგად, მისი შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა.

სიაში მეორე ადგილს იკავებს ელტონ ჯონი – $81 მილიონით, ხოლო მესამეზე აღმოჩნდა არიანა გრანდე, რომლის შემოსავალია $72 მილიონი.