კიანუ რივზმა ახალგაზრდებს სკოლის გამოსაშვებ ზეიმზე სიურპრიზი მოუწყო

496

სამეცნიერო ფანტასტიკური კომედიის “ბილისა და ტედის საოცარი თავგადასავლების” ვარსკვლავებმა, კიანუ რივზმა და ალეკს უინტერმა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიმასის სკოლის გამოსაშვებ კლასს სიურპრიზი მოუმზადეს. მსახიობები უეცრად ონლაინ-ცერემონიას შეუერთდნენ და მოსწავლეებს მიმართეს.

“ვიცით, ახლა რთული დროა და გამოსაშვები საღამოს გამართვა ონლაინ გიწევთ. გვინდა წარმატებები გისურვოთ. გილოცავთ, თქვენ ყოჩაღები ხართ. მაგრამ ყველაზე მთავარი მეგობრობა და ხალისია” , – ამბობს კიანუ რივზი.