ნიკ ქეივმა თაყვანისმცემლის ბარი გაკოტრებისგან იხსნა

361

ავსტრალიელმა მუსიკოსმა ნიკ ქეივმა თაყავნისმცემელს საკუთარი წინდები უსახსოვრა და ამგვარად, მისი ბარი გაკოტრებისგან იხსნა.

ცნობილია, რომ კრის პერდიუ ლონდონში ბარს ფლობს და მას ფინანსური პრობლემები აქვს. ბარი კორონავირუსის პანდემიის გამო 5 კვირა დაკეტილი იყო. როდესაც კრისის მეგობრებმა მისი პრობლემების შესახებ შეიტყვეს, მეგობრის გადასარჩენად ონლაინ-აუქციონი გამართეს. მათ მიმართეს ყველას, რომ ესახსოვრებინათ კრისისთვის ნივთები, რომლებიც ნიკ ქეივთან იყო კავშირში და ამგვარი თხოვნით თავად მუსიკოსსაც მიმართეს.

ნიკ ქეივი თავად დაუკავშირდა პერდიუს მეგობრებს და გადასცა წინდები საკუთარი გარდერობიდან.

Носки Gucci австралийского музыканта Ника Кейва