კვენტინ ტარანტინომ ათწლეულის საუკეთესო ფილმი დაასახელა

230

რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ ათწლეულის საუკეთესო ფილმი გამოცემა The Playlist-თან საუბარში დაასახელა. მისი აზრით, ეს დევიდ ფინჩერის ფილმი “სოციალური ქსელია”, რომელშიც ჯესი აიზენბერგი, ენდრიუ გარფილდი, ჯასთინ ტიმბერლეიკი და არმი ჰამერი მონაწილეობენ. ფილმმა სამი ოსკარი მიიღო.

“ეს არის ფილმი ნომერი 1, იმიტომ რომ საუკეთესოა და მორჩა. ის ანადგურებს ყველა მოწინააღმდეგეს”, – აცხადებს ტარანტინო.