მზღვეველი პიკასოს ნამუშევრის დაზიანების გამო 20 მილიონ დოლარს ითხოვს

319

მზღვეველი Steadfast კომპანია T.F.Nugent-ს სასამართლოში უჩივის, რადგანაც კომპანიის თანამშრომელმა პავლო პიკასოს ნამუშევარი დააზიანა. 2018 წლის მაისში კოლექციონერმა სტივ უინმა აუქციონ Christie’s გაყიდვებიდან აღნიშნული ტილო ამოიღო, რადგანაც ერთ-ერთმა მუშაკმა, რომელსაც სარემონტო ხელსაწყო ხელიდან გაუვარდა, პიკასოს ავტოპორტრეტში, შემთხვევით 11 სანტიმეტრიანი ხვრელი გააკეთა. ახლა მზღვეველი მოითხოვს, რომ სამშენებლო კომპანიამ მას 18,74 მილიონი დოლარი აუნაზღაუროს.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტამდე უინს პიკასოს ნამუშევრით გაყიდვიდან 70 მილიონი დოლარის მიღების იმედი ჰქონდა. Christie’s-მა ფრაგმენტის რესტავრაციაში 487 ათასი დოლარი გადაიხადა.