ცნობილია ვინ გადაიღებს ინდიანა ჯონსის შესახებ ახალ ფილმს

64

ფილმ “ინდიანა ჯონსის” მეხუთე ნაწილის პროდიუსერმა, ფრენკ მარშალმა განაცხადა, რომ სტივენ სპილბერგმა ადგილი ჯეიმს მენგოლდს დაუთმო. მარშალის თქმით, მენგოლდი იდეალურად შეასრულებს ამ მოვალეობას.

“მას უყვარს ეს პერსონაჟი. ის შესანიშნავი რეჟისორია. ამ პაზლის ნაწილები მშვენივრად აეწყო, თანაც საჭირო დროს”, – აცხადებს პროდიუსერი.