სკორსეზეს ახალ ფილმზე Apple და Paramount Pictures ერთად იმუშავებენ

76

კომპანიები Apple და Paramount Pictures, რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმზე, ერთად იმუშავებენ. მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და ლეონარდო დი კაპრიო შეასრულებენ.

აქამდე გაზეთი Wall Street Journal წერდა, რომ სკორსეზეს წარმომადგენლები ფილმის დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ კომპანიებთან Apple და Netflix, რადგანაც Paramount Pictures-მა პროექტი ზემდეტად ძვირად მიიჩნია.

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი Killers of the Flower Moon დევიდ გრანის წიგნის ეკრანიზაციაა.

შეგახსენებთ, რომ ეს არაა რეჟისორის პირველი ფილმი, რომელზეც Paramount Pictures სიძვირის გამო უარს ამბობს. მსგავსი პრობლემა შეექმნა “ირლანდიელსაც”, რის გამოც საბოლოო ჯამში ის Netflix-ის ეთერში გავიდა.