გალერეა ტეიტი ტერნერის პრემიის გადაცემა აუქმებს

64

ბრიტანულმა გალერეა ტეიტმა ტერნერის 2020 წლის პრემიის გადაცემის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, 30 წლის განმავლობაში პირველად მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა და ამიტომ, 10 ოსტატს 12,2 ათასუ დოლარი გრანტის სახით გადაეცემათ.

გამარჯვებულს კი მთავარი პრიზის სახით 25 ათასი ფუნტი გადაეცემა. კიდევ სამი ნომინანტი, რომლებიც პრემიის შორტლისტში შევლენ 5 ათას ფუნტს მიიღებენ. ლაურეატის სახელი დეკემბრის დასაწყისში, სექტემბერში გამართული ექსპოზიციის საფუძველზე უნდა დასახელებულიყო, თუმცა ჟიურის თავმჯდომარის, ალექს ფარკუჰარსონის თქმით, გამოფენების ორგანიზეა შეუძლებელია.

“გადავწყვიტეთ მხარში დავუდგეთ ხელოვნების სფეროში მოღვაწეებს ამ განსაკუთრებით რთულ დროში. ვთვლი, რომ უილიამ ტერნერი მოიწონებდა ჩვენს ამ საქციელს”, – აცხადებს ფარკუჰარსონი.