ლანა დელ რეიმ ახალი ალბომის სათაური გაასაჯაროვა

79

„Chemtrails Over the Country Club“ – ასე ჰქვია ამერიკელი მომღერლის ლანა დელ რეის მომდევნო ალბომს, რომელიც გაყიდვაში 5 სექტემბერს ჩაეშვება. ინფორმაცია არტისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ეს ალბომი არტისტისთვის რიგით მეშვიდე ნამუშევარია. ბოლო ალბომი Norman Fucking Rockwell! დელ რეიმ გასულ წელს გამოსცა.