კორი ტეილორმა სადებიუტო ალბომზე მუშაობა დაასრულა

178

ჯგუფ Slipknot-ის ფრონტმენმა, კორი ტეილორმა სადებიუტო ალბომზე მუშაობა დაასრულა. ახალ ნამუშევარში სულ 25 კომპოზიციაა თავმოყრილი. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად განაცხადა.

„სადებიუტო ალბომზე მუშაობა უკვე დავასრულე. კომპოზიციები ცოცხალი ბენდის თანხლებით ჩავწერე. ორ კვირაზე მეტი დრო დაგვჭირდა, 25 სიმღერის ჩასაწერად“, – თქვა არტისტმა, ბენდ Halestorm სოლისტის, ლიზი ჰეილის იუთუბ პროექტში „We Are Hear“ სტუმრობისას.