ლეგენდარული დრამერი ჯიმი კობი გარდაიცვალა

238

ცნობილი ამერიკელი დრამერი ჯიმი კობი, ნიუ იორკში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის მეუღლის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ფილტვის ონკოლოგიური დაავადება გახდა.

ჯიმი კობი თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: დინა ვაშინგტონი, უესტ მონტგომერი და ჯონ კოლტრეინი.