რაფაელის აქამდე უცნობი ნამუშევრები აღმოაჩინეს

198

ვატიკანის მუზეუმებში, კერძოდ კი, კონსტანტინეს დარბაზში რაფაელის ბოლოს ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა. რესტავრაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო, ხოლო ისტორიკოსების მიერ უარყოფილი რაფაელის ნამუშევრების არსებობის შესახებ მეცნიერებმა დიდი ხანით ადრე იცოდნენ. ვაზარის ჩანაწერებში აღნიშნული იყო ორი ფიგურა, რომლებიც რაფაელმა ვატიკანის ინტერიერში ზეთის საღებავებით ექსპერიმენტის დროს დახატა, თუმცა რომელი ფიგურები იყო ეს, დაზუსტებით არავინ იცოდა. 2017 წელს რესტავრატორებმა კონსტანტინეს დარბაზში კედლებს მტვრის ფენა მოაშორეს და დაადგინეს, რომ სამართლიანობისა და მეგობრობის ფიგურები ზეთის საღებავითაა დახატული, რითაც კედლებზე არსებული სხვა ფიგურებისგან განსხვავდებიან. რაფაელის ავტორობა ასევე დაადასტურა ფუნჯის მონასმის მანერის შესწავლამაც. მეცნიერების აზრით, ალეგორიები 1519 წელს შეიქმნა და ეს მხატვრის ბოლო ნამუშევარია. აქამდე ითვლებოდა, რომ ამ დარბაზში ყველა ნამუშევარი რაფაელის ესკიზებით მისმა მოწაფეებმა, ჯულიო რომანომ და ჯანფრანჩესკო პენიმ შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ რესტავრაციის შედეგები 2020 წლის 20 აპრილს საერთაშორისო კონფერენციაზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიება გაუქმდა.

Vatican restores Raphael paintings lost for 500 years