ჰოლივუდის ვარსკვლავები კამპანიაში #PassTheMic ჩაერთვნენ

160

ჰოლივუდის ზოგიერთი ვარსკვლავი მზადაა მსოფლიო კამპანია #PassTheMic შეუერთდეს. ისინი ექიმებთან და ექსპერტებთან ერთად კორონავირუსის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებს Instagram-ზე განიხილავენ.

პროექტს პირველი ჯულია რობერტსი შეუერთდა და აშშ-ის მთავარ ინფექციონისტს, ენტონი ფაუჩის გაესაუბრა. ოსკაროსან მსახიობს დააინტერესა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ხალხი.

“ყველა მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ თვითიზოლაცია და სოციალური დისტანცირება მუშაობს, მაგრამ არასრულყოფილად. ამიტომ ახლა რისკისა და უკან დახევის დრო არაა”, – პასუხობს ფაუჩი.

ასევე კამპანიაში ჩაერთვნენ ჰიუ ჯეკმანი, სარა ჯესიკა პარკერი, მილი ბობი ბრაუნი, დევიდ ოიელოუო, კონი ბრიტონი, რიტა უილსონი და სხვები.