ლედი გაგას არტისტ ბილი აილიშის შეშურდა

33

მომღერალ ლედი გაგას, არტისტ ბილი აილიშის მიღწევების გამო ცოტათი შეშურდა. ამის შესახებ მუსიკოსმა ჟურნალისტთან ინტერვიუში თავად განაცხადა.

ინტერვიუს დროს გაგამ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის ბილი აილიშის მიღწევებზე. კონკრეტულად კი, გაგამ გრემის დაჯილოდების ცერემონია გაიხსენა, სადაც ბილიმ 5 ნომინაციაში გამარჯვება შეძლო.

„მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ბილიმ უამრავ ნომინაციაში გაიმარჯვა. ერთ ღამეში უამრავი ჯილდო მიიღო. ცოტათი გული დამწყდა, მის ადგილას მე რომ არ ვიყავი, მაგრამ არა უშავს. მე მას ყვავილები და მისალოცი ბარათი სიამოვნებით გავუგზავნე“, – აღნიშნა მომღერალმა.