კინოსტუდია Legendary, სერიალ Game of Thrones-ის ორ მსახიობთან, ჯეისონ მომოასთან და პიტერ დინკლიჯისთან, მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსახიობებს ახალ კინოპროექტში „Good Bad & Undead“ ვამპირებზე მონადირის როლის მორგება მოუწევთ.
ფილმი, ამ ორი პერსონაჟის სრულიად მოულოდნელ დამეგობრებასა და ერთად სხვადასხვა სახიფათო თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს.
როდის დაიწყება გადაღებები და როდის უნდა ველოდოთ პრემიერას, ეს ჯერჯერობით უცნობია.