მხატვარმა “ჰარი პოტერის” მოტივებზე ჯადოსნური ნიღაბი შექმნა

38

ამერიკელი მხატვარი სტეფანი ხუკი TikTok-ის ვარსკვლავი მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში უცნაური ნიღაბი წარადგინა. თუ მას სუნთქვა ხვდება, მასზე “ჰარი პოტერში” მოხსენიებული ონავრების რუკა ისახება.

თავად მხატვრის განმარტებით, მას სურდა ჯადოქრობა შეემატებინა რეალური სამყაროსთვის, რომელიც ახლა კორონავირუსის პანდემიის გამო რთულ მდგომარეობაშია.

“მომწონს უნიკალური ნივთების შექმნა. იმედია, რომ ისინი სხვების შთაგონების წყაროც გახდებიან. ერთი ნიღბის შექმნას 17 საათს ვუნდები, თუმცა უკვე დავოსტატდი და შემიძლია რამდენიმე ნიღაბზე ერთდროულად ვიმუშავო”, – განმარტავს სტეფანი ხუკი.

@coloradopex

Wanted to make a crispier updated video of what to expect your masks to look like limited quantities ##handmade ##harrypotter ##mask ##artist ##maurauders♬ original sound – coloradopex