Netflix არააქტიურ ანგარიშებს გააუქმებს

28

Netflix არააქტიურ ანგარიშებს ავტომატურად გააუქმებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სტრიმინ-სერვისის ხელმძღვანელობამ მიიღო.

ცვლილება შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებსაც 12 თვის განმავლობაში კატალოგიდან არაფერი ექნებათ ნანახი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ასეთი ანგარიშები საერთო ბაზის 0,5%-ს შეადგენს.