ბილ კლინტონის და ჯეიმს პატერსონის ერთობლივი რომანი 2021 წელს გამოვა

25

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და მწერლის ჯეიმს პატერსონის. რიგით მეორე დეტექტიური რომანი. “პრეზიდენტის ქალიშვილი” 2021 წლის ივნისში გამოვა. წიგნს გამომცემლობები Alfred A. Knopf და Hachette დაბეჭდავენ.

“მათი პირველი რომანის უპრეცენდენტო წარმატება, მათი მეორე ნამუშევრისთვის კარგი ნიადაგია, რადგანაც კლინტონი და პატერსონი საპრეზიდენტო თრილერის ოსტატები გახდნენ”, – ნათქვამია გამომცემლობების განცხადებაში.

“ძალიან მადლიერი ვარ და მჯერა, რომ მკითხველს ისევე მოეწონება “პრეზიდენტის ქალიშვილი”, როგორც მე მომწონს მასზე მუშაობა”, – აცხადებს ბილ კლინტონი.