ადამ მეისონი პანდემიაზე ფილმის გადაღებას 5 კვირაში დაიწყებს

33

რეჟისორი ადამ მეისონი ახალი კორონავირუსის პანდემიაზე ფილმს სახელწოდებით „Songbird“ გადაიღებს. გადაღებები ხუთ კვირაში დაიწყება.

კინოსურათის სიუჟეტი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ სცენარის ავტორი სეიმონ ბოიესომი იქნება.

ასევე უცნობია სამსახიობო გუნდის ვინაობა, თუმცა ირკვევა, რომ მსახიობების შერჩევა დისტანციურად უკვე მიმდინარეობს.