პერუ საფრანგეთს კულტურული მემკვიდრეობის გაყიდვის შეწყვეტას სთხოვს

32

პერუს კულტურის სამინისტრომ საფრანგეთში გამართულ აუქციონზე, შვიდი ნივთის გაყიდვებიდან ამოღება მოითხოვა. როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ტექსტილი, ლარნაკები და დეკორის ელემენტები კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ. შვიდივე ობიექტი რესპუბლიკის კუთვნილებაა.

“ჩვენი მისიის ფარგლებში, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობით უკანონო ვაჭრობის აღმიფხვრა და მათი სამშობლოშ დაბრუნებაა”, – აცხადებენ სამინისტროში.