Sia-მ ორი მოზარდი იშვილა

241

ავსტრალიელმა მომღერალმა სიამ ორი მოზარდი ბიჭი იშვილა. ამის შესახებ მან გადაცემა SiriusXM The Morning Mash Up-ში განაცხადა.

“სხვათა შორის, შარშან ორი ბიჭი ვიშვილე. ახლა ორივე 19 წლის არიან. შვილად აყვანისთვის საკმაოდ მოზრდილები იყვნენ, ამიტომ ოჯახში მოხვედრის შანსები ცოტა ჰქონდათ. მე ისინი ძალიან მიყვარს. ისინი ორივე ამბობენ, რომ ახლა რთული დროა. მიუხედავად ამისა, ორივემ გადაწყვიტა განათლება მიიღოს”, – აცხადებს მომღერალი.