2020 წელს Met Gala-ს წვეულება არ გაიმართება

218

აშშ-ის უმსხვილესი მხატვრული მუზეუმი მეტროპოლიტენი 2020 წელს კოსტუმის ინტიტუტის Met Gala-ს წვეულებას, კორონავირუსის პანდემიის გამო, არ გამართავს.

მუზეუმში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სფეროში მსოფლიო კრიზისის გამო იქნა მიღებული. წვეულება 4 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა 17 მარტს გავრცელდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ღონისძიების გამართვის თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2020 წლის 12 მარტს მეტროპოლიტენმა კორონავრუსის გავრცელების გამო მუშაობის შეწყვეტის თაობაზე განაცხადა და ნიუ-იორკის სამივე ფილიალიც დაიხურა. ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ მეტროპოლიტენი მნახველებს აგვისტოში მიიღებს.