მაკ-კარტნისა და სტარის სიმღერის ჩანაწერი აუქციონზე გაიყიდა

208

The Beatles-ის წევრების, პოლ მაკ-კარტნისა და რინგო სტარის აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერის ჩანაწერი, დიდ ბრიტანეთში აუქციონზე 10,2 ათას ფუნტად გაიყიდა. როგორც სააუქციონო სახლის Omega Auctions განცხადებაშია აღნიშნული, ლოტის ყიდვა 19 მაისს იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ სიმღერა Angel in Disguise რინგო სტარის ალმბომში Time Takes Time უნდა შესულიყო, თუმცა საბოლოო ჯამში ასე არ მოხდა. სულ კომპაქტ-კასეტაზე კომპოზიციის ორი ვერსიაა: ერთი lo-fi ფორმატში და მას პოლ მაკ-კარტნი ასრულებს, ხოლო მეორე სრული სტუდიური ვერსიაა და ვოკალიც რინგო სტარს ეკუთვნის.