რაფაელის გამოფენა 2 ივნისს კვლავ გაიხსნება

184

რაფაელ სანტის უმსხვილესი გამოფენა, რომელიც რენესანსის ეპოქის გენიოსი მხატვრის გარდაცვალების 500 წლისთავს უკავშირდება, 2 ივნისს გალერეაში
Scuderie del Quirinale გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ გამოფენა “რაფაელი. 1520-1483” 5 მარტს გაიხსნა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მხოლოდ სამი დღის განმავლობაში შეძლო მუშაობა და 6 ათასი მნახველი მიიღო. სრულად კი 77 ათასი ბილეთი გაიყიდა. ექსპოზიცია მხატვრის 120 ნამუშევრისგან შედგება.

“გამოფენა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო დაახლოებით სამი თვით შეჩერდა, 30 აგვისტომდე გასტანს”, – აცხადებენ ორგანიზატორები.