ედ შირანმა £170,000 გადარიცხა სკოლაში, რომელშიც თავად სწავლობდა

174

29 წლის ინგლისელი ვარსკვლავი ედ შირანი 170,000 ფუნტით ეხმარება სკოლას, რომელშიც თავად სწავლობდა. Thomas Mills-ის High School მდებარეობს Suffolk-ში, სადაც მომღერალმა თინეიჯერობის წლები გაატარა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ედმა შექმნა ფონდი, Suffolk Music Foundation, რომელიც სკოლას კამერებით, მაკბუქებით და ფოტოაპარატებითაც ამარაგებდა. ვარსკვლავი ქველმოქმედებას განაგრძობს და საყვარელ სკოლას შეძლებისდაგვარად ეხმარება.